გამოიყენე შენი კონსტიტუციური უფლება!

მიიღე კვალიფიციური იურიდიული დახმარება!

Phone

+995 555 65 91 00; +995 598 70 08 20

 

სახელშეკრულებო სამართალი

ხელშეკრულების შედგენა და მხარეთა ყველა მოლოდინისა და რისკის შეფასებას გულისხმობს. ხელშეკრულების შედგენა ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური სამუშაოა იურისტის საქმიანობაში, ვინაიდან მხარეთა შორის ბალანსი იმგავარად უნდა იყოს დაცული, რომ არც კლიენტის მოლოდინი და მოთხოვნა დარჩეს რეალიზაციის გარეშე და არც მეორე – კონტრაჰენტი მხარის დაფრთხობა და შეშინება გამოიწვიოს.

ჩვენი საქმიანობა არის არამხოლოდ ფურცელზე იმის გადატანა რაც ესაჭიროება თქვენს ბიზნეს-ინტერესს, არამედ ყველა რისკისა და შესაძლო სამართლებრივი შედეგის შესახებ სათანადო კონსულტაციის გაწევა, იმისათვის რომ თქვენ მიიღოთ ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება და მოხდეს მხარეთა შეთანხმების ხორცშესხმა იურიდიულ დოკუმენტში.

ჩვენი იურისტები ფლობენ ხელშეკრულების შედგენის ტექნიკას ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

 

სამეწარმეო (საკორპორაციო)  სამართალი

იურიდიულ-საკონსულტაციო კომპანია „T&A Law LTD“-ს  იურისტთა გუნდი  უზრუნველყოფს საკორპორაციოსამართლებრივ იურიდიულ მომსახურებას, რომელიც გულისხმობს მეწარმე სუბიექტების  მარეგულირებელი კანონმდებლობის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის იურიდიული პირის დაფუძნება, საკონტროლო პაკეტის ყიდვა-გაყიდვა, კომპანიის დაუფლება, შერწყმა და შეერთება, საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიათა რესტრუქტურიზაცია და რეორგანიზაცია, ზოგადი წარმომადგენლობა საკორპორაციო სამართლის დარგში.

კომპანია „T&A Law LTD“-ს მომსახურება მოიცავს დირექტორთა საბჭოს წარმომადგენლობას, მეწარმე სუბიექტთა სხვადასხვა ორგანოთა ინტერესების დაცვას, სამეწარმეო გადაწყვეტილების მიღების წესს, კორპორაციული მართვის სტრუქტურის, გახსნილობის ვალდებულებისა და სამეწარმეო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებულ კონსულტაციებს. მომსახურება აგრეთვე მოიცავს კლიენტის ინტერესების დაცვას სხვადასხვა ადგილობრივ, სამთავრობო თუ ადმინისტრაციულ ორგანოებში.

 

გადახდისუუნარობის (გაკოტრების) სამართალი

გადახდისუუნარობის (გაკოტრების) სამართალი, ბიზნეს-სამართლის უმნიშვნელოვანესი დარგია, ვინაიდან ამ სფეროს გამართულობასა და პროფესიონალიზმთან პირდაპირ კავშირშია ბაზარზე ბიზნეს ოპერირება და საინვესტიციო პროექტები.

ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკური სისტემებისთვის, ბაზრის მონაწილეების წარმატებასთან ერთად ნაცნობია ასევე წარუმატებლობაც. ბაზარზე ორიენტირებული მართლწესრიგი პასუხს უნდა იძლეოდეს ასეთი შემთხვევებისთვის. პასუხების ხარისხზე კი ბევრი რამ არის დამოკიდებული: ხანგძლივია თუ არა ეს წარუმატებლობა კრედიტორების და მოვალეებისთვის, უქმნის თუ არა ასევე საფრთხეს ეკონომიკის სტაბილურობას, ან უხსნის თუ არა ახალ შესაძლებლობებს ბაზრის მონაწილეებს. ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა კი გადახდისუუნარობის (გაკოტრების) სამართლის ამოცანაა. იგი აწესრიგებს მოვალის გადახდისუუნარობისას მონაწილე მხარეების უფლებებს და მოვალეობებს  და გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოებას. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) წარმოება მიზნად ისახავს, მოვალის გადახდისუუნარობის (ლიკვიდურობის) აღდგენას  ან წარმოების ჯეროვნად ჩატარებას. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) სამართლის მოქმედების სფერო არაპირდაპირ ვრცელდება ასევ სხვა სფეროებზე, ისეთი როგორიც არის საფინანსო-საკრედიტო სექტორი, მაგ: კრედიტის გამცემი პირები, კრედიტის გაცემას დამოკიდებულს ხდიან გაკოტრების შემთხვევაში კრედიტის მიმღების მიერ მათი უკან დაბრუნების შანსებზე.

ამ შემთხვევაში, კრედიტის გაცემის ქვეშ მოიაზრება ნებისმიერი მეწარმესთან განხორციელებული ნებისმიერი სამოქალაქო ურთიერთობა, რომელიც გულისხმობს გრძელვადიან ან/და ერთჯერად ეკონომიკურ-საგადასახადო მოქმედებას – საქონლის ან/და მომსახურების მიწოდების სანაცვლო საპასუხო შესრულებას.

იურიდიულ-საკონსულტაციო კომპანია „T&A Law LTD“-ს  იურისტთა გუნდი  უზრუნველყოფს გადახდისუუნარობის პროცესის ნებისმიერი მხარის ინტერესთა დაცვას და კვალიფიციური მომსახურების გაწევას კანონმდებლობით შემოთავაზებული შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენების მიზნით.

 

საერთაშორისო კერძო სამართალი

საერთაშორისო კერძო სამართალი ბიზნეს-ურთიერთობების განვითარებასთან ერთად სულ უფრო მეტად იზრდება საერთაშორისო ბიზნეს-ოპერაციები, რაც საჭიროებს განსხვავებულ, კანონმდებლის მიერ შემოთავაზებულ სიბრტყეში მოწესრიგებას. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება საერთაშიროსო კერძო სამართალი. საერთაშორისო კერძო სამართალი მოიცავს ორ უმთავრეს მიმართულებას, ესაა ხელშეკრულების შედგენის ან/და დავის გადაწყვეტის დროს გამოსაყენებელი სამართლის დადგენა; და უკვე წარმოშობილი დავის დროს, განსჯადი სასამართლოს დადგენა ან/და უკვე ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხის მოწესრიგება საერთაშორისო/უცხოური ელემენტით გაჯერებულ კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში.

 

 

საბანკო სამართალი

ჩვენი მომსახურების სპექტრი მოიცავს ბანკების კორპორატიული კლიენტების დახმარებას როგორც საბანკო პროდუქტების (სესხი, საბანკო გარანტია და ა.შ.) შეძენისას, ასევე, კომერციულ ბანკებთან წარმოშობილი ნებისმიერი სადავო საკითხის გადაწყვეტისას.

 

 

 

უძრავი ქონება და სანივთო სამართალი

ჩვენი მომსახურების სპექტრი მოიცავს საკუთრებისა და მფლობელობის უფლებებთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებში წარმომადგენლობას, როგორც უძრავ ისე მოძრავ ნივთებთან მიმართებით, კერძოდ კი, ისეთ ურთიერთობებში კლიენტთა ინტერესების დაცვას, როგორიცაა იპოთეკისა და გირავნობის საკითხები, უზუფრუქტის, სერვიტუტისა და აღნაგობის სანივთო უფლებების მოწესრიგება, საკუთრების უფლების წარმოშობა და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, სამეზობლო სამართალი, ვინდიკაციური (უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის) და ნეგატორული (ხელშეშლის აღკვეთის) სარჩელების შედგენასა და შემდგომ წარმომადგენლობას სასამართლოში.

 

ინტელექტუალური საკუთრების სამართალი

იურიდიულ-საკონსულტაციო კომპანია „T&A Law LTD“-ს  იურისტთა გუნდი  უზრუნველყოფს თქვენი ინტერესების დაცვას, როგორც სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის და მის თანმდევ  პროცესში, ასევე საავტორო და მომიჯნავე სფეროთი მოცულ ურთიერთობებში.

 

 

 

 

საგადასახადო სამართალი

საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით კონსულტაცია და სამართლებრივი ანალიზი. საგადასახადო სამართალდარღვევის საქმეზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებული ბრძანებების ან გადაწყვეტილებების გასაჩივრება. საგადასახადო მოთხოვნებთან (გადასახადის ან/და საურავის დარიცხვა, ჯარიმის დაკისრება) დაკავშირებულ დავებზე წარმომადგენლობა და გადასახადის გადამხდელის კანონიერი ინტერესების დაცვა.

 

 

სამშენებლო სამართალი

ჩვენი მომსახურების სპექტრი მოიცავს,  მშენებლობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების მომზადება; ამხანაგობის შექმნა; სამშენებლო მიწის ნაკვეთის ამხანაგობის საკუთრებად დარეგისტრირება და მასზე ერთიანი საკადასტრო რუკის აღება; მშენებლობის ნებართვის ასაღებად აუცილებელი იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფა მშენებლობის ნებართვისათვის კანონით დადგენილ ყველა სტადიაზე: პროექტის შეთანხმება; მშენებლობის ნებართვის მიღება; მშენებლობის განმავლობაში საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი მშენებარე ფართების გასხვისებასთან დაკავშირებული იურიდიული მომსახურების უზრუნველყოფა; დასრულებული სამშენებლო ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება;

 

ადმინისტრაციული სამართალი

ჩვენი გუნდი წარმოადგენს თქვენს ინტერესებს ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოსა თუ სსიპ-თან ურთიერთობაში, რაც გულისხმობს წერილობითი დოკუმენტაციის შედგენას რაიმე უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ წარმოებაში, ასევე საჩივრის შედგენას და შემდგომ წარმომადგენლობას.

 

 

 

შრომის სამართალი

ჩვენი მიზანია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ინტერესთა ბალანსია დაცვა და კონფლიქტის მაქსიმალურად თავიდან არიდება, რაც გულისხმობს ნებისმიერი დოკუმენტის კვალიფიციურად და პროფესიონალურ დონეზე მომზადებას.

 

 

 

სასამართლო და საარბიტრაჟო დავები

იურიდიულ-საკონსულტაციო კომპანია „T&A Law LTD“-ს  იურისტთა გუნდი  გთავაზობთ, თქვენი ინტერესების წარმომადგენლობას სამივე ინსტანციის სასამართლოებში, როგორც სამოქალაქო (სახელშეკრულებო, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული, საოჯახო, მემკვიდრეობით, ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ, სამეწარმეო (საკორპორაციო)) ისე ადმინისტრაციულ (საგადასახადო, სამშენებლო, ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებას ან/და მოქმედება-უმოქმედობასთან დაკავშირებულ) დავებზე.

ჩვენ გთავაზობთ სამომავლო თუ მიმდინარე დავის დეტალურ ანალიზს და სამართლებრივ დასკვნას, რომლის საფუძველზე თავად კლიენტი წყევტს იმის მიმართულებას თუ როგორ და რა გზით წარიმართება დავა კანონიერების პრინციპის ფარგლებში.

განსხვავებით სასამართლოსგან, არბიტრაჟი არის დავის სწრაფი და ეფექტური მოგვარების და, ყველაზე მეტად, ბიზნეს-ეფექტის მქონე საშუალება. ჩვენი იურისტების გუნდი გთავაზობთ,   წარმომადგენლობას საარბიტრაჟო პროცესში.

 

მედიაცია

მედიაცია დავების გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებაა, რომლის დახმარებითაც მხარეები სასამართლოში ფორმალური საქმისწარმოების გარეშე მოლაპარაკების შედაგად ურთიერთშეთანხმების გზით ასრულებენ დავას ზედმეტი ფინანსური დანახარჯების გარეშე

 

 

 

Facebook
Instagram